ერი გულადი, პურადი!
დიახ, პურადი თან ზედმეტადაც. ცხრასართულიანი სუფრის გზებზე გადაფენასთან ერთად, კუჭიც უძირო მაქვს. მაგრამ გულადი, როგორც ერი? აბა რა! გულადი ჩემს სახლში ვარ,კიდევ ჩემზე შკარად სუსტებთან . მოგიყვები, როგორი ვარ მე-
ჯერ იყო და ,,მიშა, მიშა!"-ს ძახილით დავიხიე იოგები, ეხლა იგივე იმედიანი თვალებით ,,ოცნებას'' შევცქერი. ქართული ოცნება, ყველამ ვიცით, რაც არის- ეს არის კარგი თანამდებობა, ყველა ჩვენიანის ჯანმრთელობა, მაძღარი ბავშვები (ჩვენიანად) ღვინო, დუდუკი, ქალები და რაც შეიძლება მეტი უსაქმურობა. ხოდა, ვოცნებობ! დიახაც! საყოველთაო კეთილდღეობა? ეგ უკვე ძალიან არაქართული ოცნებაა და ვგონებ, ჭავჭავაძის შემდგომ ამაზე არც არავის უოცნებია.
კი, ბატონო! ხანდახან გონს მოვეგები და უარს ვამბობ ოცნებაზე . მინდა, მეტი სარგებელი ხალხისთვის. იმ ხალხისთვის, ვინც მე დავამშიე. იმ ხალხისთვის, ვისაც ბიზნესი წავართვი. იმ ხალხისთვის, ვიცსაც შვილები დავუხოცე და კიდევ მათთვის, ვისაც ყოველდღე ვაწამებ ცოცხებით და კიდევ დუბინკებით. შენც მეხმარები მე, მარტო კი არ ვარ:)
მე გამოვდივარ პლაკატებით ,,უარი ძალადობას" და მევე ვძალადობ სხვებზე. ჩვენ უკვე ბანაკებად ვართ გაყოფილი. მე შემიძლია შენ მოგკლა, მარტო იმისთვის, რომ შენ ,,მე მიყვარს საქართველოს" მაისური გაცვია. პაცეფისტიდან მიშისტად და ბიძინისტად ვიქეცით. ჩემი დემონსტრაციები ვერასოდეს ვერაფერს შეცვლის, რადგან მოსულთა 50% უბრალოდ დგას და არ იცის, რას ითხოვს, დანარჩენი 50...მოკლედ, ჩვენ არ ვიცით?
ბელადი მჭირდება!!!. იმიტომ რომ კომუნისტური წითელი რძე მიწოვია და დედის ორგანიზმიდან ვიღებდი კომუნიზმის ნარჩენებს იმ შიშთან ერთად, რომელიც ხელს მიშლის სწავლაში,ხელს მიშლის საღად აზროვნებაში და კიდევ ყველაფერ იმაში, რაც უბრალოდ სარგებელს მპირდება.
ჩემგან განსხვავებით, შენ-განათლებულს(დიდ გამონაკლისს) არ გჯერა იმ კაცის, ვინც გეუბნება, რომ თავისივე აშენებულ ,,სახლში'' (ისევ ამ საოცარ ბრჭყალებს ვიყენებ),,არ იცის, რა ხდება". არ გჯერა იმ კაცის, ვინც ქველმოქმედის სახელს ეფარება, რეალურად კი ეგრეთ წოდებულ ელიტას აზულუქებს, რომ სამომავლოდ იხეიროს.(ნე ტო ჩტო პაატა ბურჭულაძე) არც თავის სოფელს აკლებს ხეირს- რეალურად, კი არცერთი გაჭირვებული არ ვიცით, ვისაც დახმარებია.(თუ იმ პატიმრებს არ ჩავთვლით, არჩევნებამდე გაცოცხილებს რომ მალავდა)
შენ არ გჯერა, იმიტომ რომ შენ არც ბრმა ხარ და არც ყრუ. მე კი ვარ. მე შემიძლია, ,,შენ შემოგევლე, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს შენნაირი ვაჟკაცები" ვუთხრა ჩემივე ჯალათებს. შენ არა! მე შემიძლია, ფული გადავიხადო საზიზღრობების ამოქექვაში და შეგეჯიბრო, ვინ უფრო დამპალი იქნება. შენ არა! მე შემიძლია ფანტანები და ლაზიკები ვაშენო სოდომ-გომორთან ერთად. შენ? არა!
შენი დედაც მოვტ...ო, მეტყვი ! და აი, ვერც კი მიხვდები, რომ შენ თავს აგინებ! იმიტომ რომ მე ვარ ქართველობა.
შემაგინებ და მიხვდები, როგორც ერი "ჩმორები" ვართ, გაუნათლებელი,ბნელი ბრბო ვართ. სანამ საზოგადოება ასეთი უვიცი გვყავს, ჭეშმარიტებამდე დიდი მანძილია. ჩვენმა ,,ნიჭიერმა, მაგრამ ზარმაცმა" ხალხმა, სულ ცოტა, საკუთარი ენა-ქართული არ იცის. სამაგიეროდ, საუკეთესო შემთხვევაში, ყველა ჭეშმარიტად გულანთებული პოლიტოლოგია და ამ სფეროს ისეთ სიღრმისეულ თემებს ეხებიან, თავადაც კი უკვირთ ხოლმე. მეორე უკიდურესობას ის ხალხი წარმოადგენს, ვისაც არავითარი ფილოსოფიური პრეტენზია არ გააჩნია და უბრალოდ გაბატონებულ აზრს იზიარებს.საერთო კი ბედკრული საქართველოს მოქალაქეებს ერთი გვაქვს-დიდი, მსუქანი და მოუგვარებელი ეროვნული პრობლემა. ეს პრობლემა ხან შევარდნაძის სახით იწონებდა თავს, ხან ჩვენი საყვარელი მოქმედი პრეზიდენტის სახით და მომავალში, ვიმედოვნებთ, ერთი სულიერის სახითაც იამაყებს.
გათენდება კი??
No comments:
Post a Comment